საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე მიწის მასა ჩამოიშალა.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,_ წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.





























































