ოზურგეთს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭანიეთში, წუხელ შუქი გამოირთო.
როგორც ჭანიეთს, ასევე, სოფლის თემში შემავალ სოფელ ქაქუთს, შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას “ ოზურგეთის სერვისცენტრში გვპირდებიან, რომ მიზეზს გაარკვევენ.
ზოგადად, მოსახლეობაში შუქის გამორთვა ხშირია, მიზეზი კი მუდამ სხვადასხვა.
„ენერგო-პრო ჯორჯია“, მოქალაქეს შუქის საფასურის გადახდის ცოტათი დაგვიანებასაც კი, არასდროს პატიობს. როცა საპირისპირო ხდება და შუქი საკმაოდ ხშირად ითიშება, დაზარალებულ მოქალაქეს ბოდიშს არავინ უხდის. არა და არ დასრულდა წლების განმავლობაში, ე.წ. „გეგმიური გამორთვები“, რომლის შუალედში არაერთი მოქალაქე ზარალდება. ვინ არის პასუხისმგებელი ცალმხრივი, ეკზეკუციური მიდგომის გამო? ჩაატარეთ კვლევები და თითოეული ზარალისთვის, რაც ოჯახებში შუქის გამორთვას მოჰყვება (გაფუჭებული პური, ნამცხვარი) ცალკეული ღონისძიების თუ საოჯახო საქმიანობის ჩაშლისთვის პასუხი მოვთხოვოთ კომპანიას. ისევე, როგორც თვითონ, თუნდაც ერთხელ საფასურის გადახდის დაგვიანებისთვის გვექცევიან და დეპოზიტზე გვისვამენ თანხას და ერთი წლის შემდეგ გვპირდებიან უკან დაბრუნებას, თუ „გამოვსწორდებით“, _ ასე საუბრობენ მოქალაქეები „გურია ნიუსთან“, რაც საგულისხმოა.