ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ რთულ უბნად მოაზრებულ, სოფელ ჭანიეთის 53-ე საარჩევნო უბანზე, დილიდანვე სრული სიმშვიდეა. ამომრჩეველთა აქტიურობაც, როგორც აქ გვითხრეს, ნორმალურია.
_ სულ ჭანიეთის უბანზე 810 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ათი საათისთვის 92-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი არჩევანი. არის სრული სიმშვიდე და სიწყნარე, _ გვითხრა საუბნო-საარჩევნო კომისიის მდივანმა, თამარ ზაქრაძემ.