ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, წუხელ ღამით, დათვმა ძროხა დაგლიჯა. საქონელი ჭანიეთის მკვიდრს ელდარ თავაძეს ეკუთვნოდა. ძროხის ბღავილი თავაძის მეზობელმა გაიგონა და ნადირის დაშინების მიზნით, თოფი გაისროლა. ძროხის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჭანიეთში დათვი ადრეც გამოჩენილა, მაგრამ ამ შემთხვევაში, სოფლის განაპირას მცხოვრები ოჯახიდან რამდენიმე მეტრში დაესხა თავს შინაურ ცხოველს.