ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში ჭანტურიების საკარმიდამო ნაკვეთში ტექნიკა შევიდა და ეზოს ნარგავებისგან ასუფთავებს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერი მეზობლები, ფაქტობრივად, დატყვევებული ჰყავდათ საცხოვრებელი სახლის ეზოში და გარეთ გამოსვლის საშუალების არ აძლევდნენ.
მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
ოჯახის ერთ-ერთი წევრი ცუდად გახდა და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება.