TV25– ის ინფორმაციით, ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მაუწყებლის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ გადაბრუნდა სატვირთო ავტომობილის მისაბმელი, რის გამოც გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა.