სამოქალაქო აქტივისტი და პედაგოგი თორნიკე თევზაძე, რომელიც გურჯაანში აქციას მართავდა, აცხადებს, რომ უცხო პიროვნებამ, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თორნიკე თევზაძე ამბობს, რომ პოლიცია გამოიძახა.
,,კარგად ვარ. ჩემი აზრით მოგზავნილი არ იყო. გურჯაანის მერიის წინ სპარში სანამ შევიდოდა, შორიდან აგრესიულად მეძახდა. ჯერ არ მივაქციე ყურადღება და რომ არ გაჩერდა, ვუპასუხე. მომიახლოვდა და დამარტყა. მე უკან დავიხიე და მხოლოდ შუბლზე მომხვდა ხელი. არ მიმიღია სერიოზული დაზიანება. უბრალოდ ,,ნაცებზე” გაბრაზებული ტიპი იყო. პოლიციაში ვიყავი, დასჯა არ მოვითხოვე. უბრალოდ არ მომიახლოვდეს გააფრთხილეთ მეთქი”,_ აცხადებს თორნიკე თევზაძე.