არანაირი ჩხრეკა, მსგავსი სამართლებრივი მოქმედება საპატრიარქოში არ ჩატარებულა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა დავით შარაშენიძემ განუცხადა.
”მე მქონდა გასაუბრება მისი უწმინდესობის დაცვის უფროსთან, ზურაბ ბუჩუკურთან, ასევე დაცვის სხვა წევრებთან და არც ერთმა მათგანმა ეს არ დაადასტურა”, – განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.
მისივე თქმით, საპატრიარქოს დაცვა ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამიტომ მათ იარაღის ტარების უფლება აქვთ, ხოლო ჩხრეკაზე და იარაღის აღმოჩენაზე გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია.
”რა თქმა უნდა, ისინი არიან იარაღით აღჭურვილები. ის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი. მათ აქვთ იარაღის ტარების უფლება. ჩხრეკასთან და იარაღის არსენალთან დაკავშირებით ინფორმაცია არის სრული აბსურდი, რასაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ემსახურება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და გაუგებრობის შეტანას საზოგადოებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შსს-მაც გააკეთა განცხადება ამის თაობაზე. ეს არის ადამიანების ბოროტი ფანტაზია, რომლებსაც უნდათ ეს დაძაბულობა”, – განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.
ამავე თემაზე: