ჩატარდება თუ არა ჩოხატაურში ნათლისღების დღესასწაულზე მდინარეში განბანვის ტრადიციული რიტუალი? _ ამ კითხვით “გურია ნიუსმა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მიმართა.
დეკანოზის თქმით, კომენდანტის საათიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი არ არის ჩატარდება თუ არა განბანვის ტრადიციული რიტუალი.
„გადაწყვეტილი არ გვაქვს. ღამით კომენდანტის საათია და თავს ვიკავებთ, უხერხულია. დღის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩავატაროთ“,_ გვითხრა მამა თომამ.