აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისისკენ მიდიან.
“ჩავაკითხოთ ბიძინა ივანიშვილს” – მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მიმართა “ოცნების” დამფუძნებელს ორთაჭალაში “ოცნების” ოფისში ჩააკითხონ.
“მნიშვნელოვანია, ლესელიძის მიმართულებით კვეთაზე, და ჩავაკითხოთ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თურმე კახა კალაძეს ულოცავს რაღაც გამარჯვებას. შევიკრიბოთ, შევუტიოთ და მივადგეთ ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
პარალელურად, ლესელიძის ქუჩაზე სპეცრამიზმია განლაგებული.
წყარო: tv pirveli
































































