ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე ჩოხატაური- ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩავარდნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“ჩოხატაური- ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ჩავარდა, შეხვედრა გვქონდა გზების დეპარტამენტის წარმომადგენლობასთან, უკვე დაწყებულია დროებითი ხიდის სამუშაოები და 2 დღეში დასრულდება. ცენტრალური გზის აღდგენამდე ვისარგებლებთ დროებითი ხიდით, ხოლო 2 დღის განმავლობაში სანამ დროებითი ხიდი მოეწყობა, შეგვეძლება ვისარგებლოთ ბუკნარი-ნაგომარის შემოვლითი გზით”,_ ნათქვამია შარაშიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.