ჩეჩნეთის რესპუბლიკის “ელიტური ნაწილები“, ადამ დელიმხანოვის მეთაურობით, დასვენების შემდეგ უკრაინაში “სპეცოპერაციის ზონაში” დაბრუნდნენ – ამის შესახებ რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე დაწერა.
”ძვირფასო ძმაო, რუსეთის გმირმა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქვედანაყოფების მეთაურმა, დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულება უკრაინისა და DPR-ის ტერიტორიაზე, ” – დაწერა კადიროვმა.
კადიროვის თქმით, მარიუპოლის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, პოპასნას და სხვა ქალაქების “გათავისუფლების” შემდეგ, “ელიტური მებრძოლები” შვებულებაში წავიდნენ, ახლა კი ისევ ფრონტის ხაზზე დაბრუნდნენ
,,მოითმინე და ფრონტის ხაზიდან დიდ შედეგებს ელოდე ჩვენი მებრძოლებისგან. ისინი აუცილებლად მოვლენ!” – აღნიშნავს კადიროვი.
ავტორი