კომპანია FACEBOOK-მა ჩეჩნეთის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს INSTAGRAM-ის ანგარიში დაუბლოკა. ამი შესახებ ინფორმაციას FACEBOOK-ი ავრცელებს.
როგორც FACEBOOK-ის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ რუსი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.
ასევე, კომპანია განმარტავს, რომ როგორც ამერიკული კომპანია, FACEBOOK-ი ვალდებულია, ამერიკული კანონმდებლობით იმოქმედოს.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის ლიდერს INSTAGRAM-ის და FACEBOOK-ის გვერდები 2017 წელსაც დაუბლოკეს.