ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა, – ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე კორნიენკო ავრცელებს.
რადას დეპუტატი მადლობას უხდის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტს ერთობლივი დაუღალავი ბრძოლისთვის.
_ აგრესორი ამ სტატუსს ყოველდღიურად აძლიერებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობითა და უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების განადგურებით. თუ ვინმე ტერორისტივით იქცევა, ის ტერორისტია. ზუსტად ესაა პუტინის რეჟიმი, ესაა რუსეთი. ამის აღიარება უკვე დასჯის პირველი ნაბიჯია და ეს საჭირო იქნება ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა ამ დამანგრეველ ომში!
იმედი მაქვს მალე ყველა დემოკრატიული სახელმწიფო ასევე აღიარებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტად!
ჩვენ გავიმარჯვებთ! – თქვა კორნიენკომ.
ავტორი