საქართველოს ელჩმა ჩეხეთში თანამდებობა დატოვა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩეხეთში საქართველო ელჩის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. ჩემთვის დიდი პატივია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მსახურობა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები!“, – წერს თეა მაისურაძე.
I’ve submitted my resignation as Ambassador of 🇬🇪to🇨🇿
It was a great honor 2serve national interests of my country 4 nearly 2decades, fostering its European&Euro-Atlantic integration, while defending its sovereignty&territorial integrity
I remain committed 2Georgia’s🇪🇺Future!
— Tea Maisuradze 🇬🇪🇪🇺🇺🇦 (@MaisuradzeThea) December 2, 2024