გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მედიცინის დოქტორმა, ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიის თავმჯდომარემ, მაია გაბუნიამ მუნიციპალიტეტებისთვის აუტიზმის აქტუალობის დემონსტრირებასა და მუნიციპალური დაბიუჯეტების პროცესში მისი გათვალისწინების საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრას მხარის რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პროექტი “აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში” ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული და ამავე რესპუბლიკის კარიტასის მიერ ხორციელდება. ის საქართველოში აუტიზმის სპექტრის აშლილობის ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და აუტიზმის სერვისების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.
(R)