ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა და შემწვარი ბატის გარდა, ფუნთუშებითაცაა ცნობილი.
დღეს გთავაზობთ “კალაჩების” რეცეპტს.
ამ გემრიელი ფუნთუშის შიგთავსი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს და თქვენი გემოვნებით ან ხელთ არსებული მასალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ: ხილის ჯემი, გატარებული ქიშმიშის და ლიმონის ნარევი; გატარებული ნიგვზის და ბეზეს ნარევი, სქელი მოხარშული კრემი და სხვა
საჭირო მასალა: 750 გრ ფქვილი; 3 ჩ.კ. საფუარი; მწიკვი მარილი; 100 გრ შაქარი; 3 კვერცხის გული;100 გრ კარაქი; 400 მლ რძე; ვანილი.
ხაჭოს გულსართი: 300 გრ. ხაჭო; 3-4 ს.კოვზი შაქარი; 3 ს. კოვზი დარბილებული კარაქი; 2 ცალი კვერცხი; ვანილი; ციტრუსის ცედრა;
მომზადება: საფუარი და ფქვილი ავურიოთ ჯამში, დავუმატოთ ვანილი, მარილი. შემთბარ რძეს დავუმატოთ დამდნარი კარაქი, შაქარი, კვერცხის გული და მოვზილოთ ცომი. ასაფუებლად სითბოში დავდგათ 2 საათით.
მანამდე მოვამზადოთ ხაჭოს გულსართი – ყველა ინგრედიენტი ავთქვიფოთ.
აფუებული ცომისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები, ჩავაღრმავოთ შუაში და ჩავდოთ გულსართი კოვზით. კიდეებზე წავუსვათ კვერცხის გული. ვაცხობთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით.