“ჩემთვის ემოციური დღეა იმიტომ, რომ თვეების შემდეგ უნდა ვნახო მამა. ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის, რომ შორიდან ვნახო იმიტომ, რომ სხვა ჩვენ არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს კომუნიკაციის. არ იცის, რომ ჩამოვედი და მგონია, რომ მოტივაციას მისცემს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ამ ქვეყანაში დარჩენილია სიმართლის მარცვალი და უსაფუძვლოდ დაკავებული ადამიანები არ გაიწირებიან. ერთი ის ვიცი, რომ მამაჩემს თავისი ქვეყანა ძალიან უყვარს და ახლა ის ქვეყნის სიყვარულის გამო ისჯება”,_ ამბობს “მთავარის” ინფორმაციით აატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 ადამიანის სასამართლო სხდომა იმართება. საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის იხილავს. დღეს არსებითი განხილვა იწყება და მხარეები შესავალი სიტყვით ისარგებლებენ.

































































