ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდებიოლოგი ელზა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“გურიიდან…..უგანდამდე! ჩვენი ფეისბუქჯგუფი გვაქვს… ჯგუფელების ჯგუფი,
მიკითხვ-მოკითხვები, პირადი თუ საერთო სიახლეები, დღეობები, სიხარულები, სევდიანი ეპიზოდები…
სტანდარტულად, ისევე, როგორც სხვა ,,ჯგუფელების ჯგუფებში” ხდება…
არა…
ხდებოდა.
ახლა:
_ დიკო, უკეთ ხარ?
_ ლია, შენ კორონა რას დაგაკლებს!!!
_ თამრო, ადვილად გამოძვრები!
_ მაიააა… სიმპტომებს არ შეუშინდე, კლინიკაში კარგად მოგხედავენ!!!
_ ლიკააა, ყველაფერი კარგად იქნება!!!
_ ლზააა… თავს გაუფრთხილდი!!!”
კიდევ,
მონატრებული და რაააამდენი ხნის უნახავი მეგობრის მორიგი ზარი:
“ ეეელზ… ისევ გარდაცვალებაა ჩემს კლინიკაში…”
ისევ ჩემი ოზურგეთელის ამბავს მირეკავს კახა…
შეწუხებული ხმით, აჩქარებულად მაცნობს მორიგ სამწუხარო ამბავს, რომელსაც მე ,,კოვიდ სტატისტიკას” მივუმატებ…
…და ამ საღამოს ახალი შეხმიანებები:
…,,ხათოოოო…შენც მოგაგნო???”
აქამდე საქართველოს მასშტაბით მოვიკითხავდით ჩვენს ,,კორონაინფიცირებულ” მეგობრებს, ზოგს სახლში, ზოგს კლინიკაში…
ახლა აფრიკას გადავწვდით და აქედან გაგზავნილი სითბოს ნატამალით გვინდა გავუიოლოთ საავადმყოფოში გასატარებელი დღეები ჩვენს კორონაინფიცირებულ მეგობარს იქ, შორეულ, ჩვენთვის უცხო და მიუწვდომელ უგანდაში.
მაგრად იყავი ხათო!!!
#კორონარასდაგვაკლეეებს!!!
P. S. ჩემი გურული კარალიოკების სიფერადე ….
აფრიკული კორონიანი დღეების გასაიოლებლად!“ _ წერს ფეისბუქზე ელზა სიმონიშვილი.