ბათუმში, ფარნავაზის ქუჩაზე გუშინ ჩატარებულ ჩხრეკას ოთარ წოწორია მისი დის, ევროსასამართლოს მოსამართლის,ნონა წოწორიას საქმიანობას უკავშირებს.
წოწორიას თქმით, ჩხრეკისას ამოღებულია ორი სანადირო თოფი, რომელიც მას ეკუთვნის და რეგისტრირებულია, ასევე, ერთი კისტის თოფი, რევოლვერი და 100-მდე ვაზნა, რომელიც არასდროს უნახავს.
წოწორიას განმარტებით, იარაღი სამართალდამცველებმა იპოვეს საკუჭნაოსა და სამზარეულოში.
“ბოლო ერთი კვირა სახლში არ ვიყავი და ალბათ, ვიღაცამ შეიტანა”, _ ამბობს ოთარ წოწორია.