ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საბავშვო ბაღში შემოდგომის ზეიმი გაიმართა.
ღონისძიებაზე დიდი მოწონება დაიმსახურა 5 წლის ელენე მარშანიას მიერ შესრულებულმა სიმღერამ: ცნობილი სიმღერის _ “ჩემი საქართველო აქ არის“ ტექსტი პატარა მომღერალმა ჩაანაცვლა სიტყვებით _“ჩემი შემოქმედი აქ არის“.
ღონისძიებას სოფლის მოსახლეობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.