საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დღეს იწყება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 12:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის მის წარმომადგენლებს სრულ ნდობას უცხადებს.
“ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს”,_ აცხადებს ზურაბიშვილი.