ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრმა ახალგაზრდა პოეტის, ეკატერინე ახალაძის პოეზიას უმასპინძლა.

ეკატერინე ახალაძე 20 წელია, რაც ემიგრანტია და ის ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. საღამო, რომელიც ოზურგეთში შედგა, მისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.
“ძალიან მენატრებოდა მშობლიური ქვეყანა და განსაკუთრებით, ოზურგეთი. აქედან გამომდინარე, დღევანდელი საღამო ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მინდა ვთქვა, რომ ქართულ ანბანს და დედაენას ვერცერთი უცხო ენა ვერ შეცვლის. დიდი მადლობა მინდა ყველას გადავუხადო ჩემს მეგობრებს და უფალს იმისთვის, რომ ეს ლამაზი საღამო მაჩუქა, ჩემი სურვილია, რა თქმა უნდა, საქართველოში დაბრუნება, თავდაპირველად. ნამვილად ვერ წამოვიდგენდი თუ 20 წელი დავრჩებოდი გერმანიაშია, მაგრამ, ეს რეალობა აღმოჩნდა… იმედია, მალე დავუბრუნდები მშობლიური მიწის სუნთქვას და ისევ საოცრება საქართველოში ვიცხოვრებ”, _ გვითხრა ეკატერინე ახალაძემ.







































































