იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა მოსწავლის წარმატების ამბავს იგებ და თან წინასაახალწლო სიურპრიზი და საჩუქარი გამოუვიდა.
ბუკისციხის საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე მინდა, წარმოგიდგინოთ.
მას უყვარს ლიტერატურა, ბევრს კითხულობს, წერს ლექსებს, -მოთხრობებს და ემზადება მაღალი მწვვერვალების დასაპყობად.
ნინი კეკელიძე, რომელმაც საპრიზო პირველი ადგილი აიღო კონკურსში ,,ჩემი თანამედროვე გალაკტიონი”. ნომინაციაში- საუკეთესო ჩანახატი.
ვულოცავთ ნინის და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს იმ კონკურსებშიც , რომლიდანაც პასუხებს ველოდებით.
ნინის ნამუშევარი შევა კონკურსის ორგანიზატორების მიერ გამოცემულ ლიტერატურულ ალმანახში.როგორც კონკურსის ორგანიზატორმა ქალბატონმა ნინო კაკიაშვილმა გვითხრა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება თებერვლის თვეში და აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციასა და სურათებს. _ წერს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი მაია ნინიძე.