ქალაქ ოზურგეთში “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ოფისში, კონკურსის _,,ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება” _ დაჯილდოებაგაიმართა.
დაჯილდოება 2021 წლის ევროკავშირის მწვანე კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
კონკურსის შედეგად, თემატურ კატეგორიაში გამოვლინდნენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები.
გამარჯვებულები არიან “ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეები: ნანუკა მეგრელაძე და ქეთათო სურგულაძე.
ასევე, გამარჯვებულების შორის არის ოზურგეთის სამხატვრო სკოლის მოსწავლე ანი ტრაპაიძე.
კატეგორიის შესაბამისი სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები თორნიკე კვაჭანტირაძე, ილია კრასოტკინი, ანი მუჯირი, ელენე მუჯირი და თემო სიხარულიძე.
აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და რეგიონული მთავრობისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები
„საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN.
ავტორი: გიორგი გირკელიძე