13 ივლისს, პროგრესის სახლში ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსი 15 ივნისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლოთ გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს. კონკურსს წინ უსწრებდა სატრენინგო შეხვედრები თვითმმართველობის საფუძვლების, პროექტების მომზადებისა და ბლოგების შექმნასთან დაკავშირებით. ტრენინგები სამივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა და ჯამში, 60 ბავშვი დაესწრო.
ბლოგერების კონკურსში მონაწილეობა მიიღო 15 კონკურსანტმა. მათ შორის, ცხრა გამარჯვებული გამოვლინდა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან 4, ჩოხატაურის – 3 და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან 2 მონაწილე. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და ფულადი პრიზები. ბლოგების თემა გურია და გურიასთან დაკავშირებული საინტერესო ამბები იყო.
„ძალიან მინდა მადლობა გადავუხადო ასეთი კონკურსის მომფიქრებლებს და ყველას, ვინც ბავშვების განვითარებაში და მათ წახალისებაში დაფინანსებას იმეტებს“, _ თქვა ერთ-ერთი კონკურსანტის მშობელმა.