“ჩემო ძვირფასო, მინდა მადლობა გადაგიხადო, იმისთვის, რაც ხარ, იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ. მადლობა, ახლა აქ ყოფნისთვის,“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველ ლედის ოლენა ზელენსკას დაბადების დღეს ულოცავს.
“ჩემო ძვირფასო, მინდა მადლობა გადაგიხადო, იმისთვის, რაც ხარ, იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ. მადლობა, ახლა აქ ყოფნისთვის. უკრაინისა და გამარჯვების რწმენისთვის. ჩემი გაძლიერებისთვის. მთელი წლის, საათის, წუთის განმავლობაში… და კიდევ ერთხელ ამ წლისთვის. მადლობა უკრაინის ასე წარმოდგენისთვის, ჩვენი მშვენიერი ბავშვებისთვის. გილოცავ დაბადების დღეს. ერთ რამეს გისურვებ: დაე, უფრო ადრე დადგეს ორკებზე გამარჯვების დღე შენს ცხოვრებაში, ჩვენს ცხოვრებაში, ყველა ადამიანის ცხოვრებაში.
მიყვარხარ! გილოცავ! სიყვარულით OB, შენი VO”. – წერს ზელენსკი.
ავტორი