კიდევ ერთი კარგი შვილი დაკარგა თიანეთმა და საქართველომ! რამხელა ტრაგედია დაატყდა ოჯახს! ვუსამძიმრებ ყველას და თანავუგრძნობ! _ სიონის ტბაში გუშინ დაღუპულ ბიჭს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
,,ჩემო პატარა, ღიმილიანო ბიჭო, მტკივა ყველაფერი, არ მინდა დაჯერება და გააზრება”.
,,სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ დიდ ტრაგედიას. ნათელი მის ლამაზ სულს”.
,,კიდევ ერთი კარგი შვილი დაკარგა თიანეთმა და საქართველომ! რამხელა ტრაგედია დაატყდა ოჯახს! ვუსამძიმრებ ყველას და თანავუგრძნობ!” _ წერენ სოციალურ ქსელში.
ილია აფციაურის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს წითელმა ჯვარმა გაავრცელა.
„საქართველოს წითელი ჯვარი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თიანეთის ფილიალის მოხალისის, ილია აფციაურის, ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ილიას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.
ილია ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და აქტიური მოხალისე იყო“, – წერია ინფორმაციაში.