დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99% აუცრელი იყო, რაც შეეხება აცრილების გარდაცვალებას, იგი მთავარ მიზეზად ასაკს ასახელებს:
“გარდაცვლილებში 99% აუცრელია, 1% არის, ვინც ორჯერ აცრილი იყო, ეს არის 57 ადამიანი. პირველი არის ასაკი. ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში”, _ ამბობს იმნაძე.