თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ღამით შეიარაღებული პირი ერთ-ერთ სახლში შეიჭრა.
მთავარის ინფორმაციით, ირკვევა, რომ დაზარალებული, სავარაუდო დამნაშავის მეგობარია.
პირი მეგობარსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაზარალებული ყვება, რომ გარჩევა, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.
“ჩემი შვილიც მოსაშორებელია. წამალი ვერ გაიყვეს ეტყობა, ორი გრამი და იარაღით მოგვივარდა სახლში. აგერ ცხოვრობს ჩემ მეზობლად და ახლა დაკავებული ჰყავთ, არ ვიცი რა ბედი ეწევა, ალბათ დაიცავენ კიდევ ეს მთავრობა. ჩემ რძალს მოუშვირა იარაღი ბავშვი უკან ედგა, 6 წლის ბავშვი”, – ამბობს ოჯახის წევრი.