„ხალხო, საქართველოს ერო გეხვეწებით, საქართველოს ჩამოაშორეთ ეს მთავრობა, რომელიც სისხლით მოვიდნენ ხელისუფლებაში და თემირლან მაჩალიკაშვილს ოცნება წაართვეს“, _აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისთან თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ გააკეთა.
მან სოსო გოგაშვილს გამბედაობის მოკრებისკენ და დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდა.
მან ასევე საზოგადოებას მიმართა, რომ ამ მთავრობას არჩევნებში ხმა არ მისცენ.