მწერალი დინა მირცხულავა 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში დაღუპული ბიჭის დედას და დას მიმართავს. მწერალი ამასთანავე იმ ტრაგედიას იხსენებს, რომელიც მისმა ოჯახმა გადაიტანა.
„დედად არ ვეკუთვნი, მაგრამ ასე მინდა ვუთხრა:
შვილო!
დედამისს მინდა ვუთხრა, გაუსაძლისია დედაჩემისნაირობა, არ არის კარგი, სულ ტკივილია…
მის დას მინდა ვუთხრა.
როგორ ვიცოცხლოო ?! – იკითხა.
იცოცხლებ, მაგრამ, ვაი, იმ სიცოცხლეს.
ჩემსავით შეგრცხვება, გულიანად რომ გაიცინებ რამეზე.
კი, კი, მერწმუნე, გაიცინებ, მაგრამ სინდისის ხმა, ყოველთვის შეგახსენებს, რომ შენ დარჩი, ცოცხლობ და ის ვერა…
შვილო”,- წერს მწერალი.
ცნობისთვის, მწერალი დინა მირცხულავას ძმა გარდაცვლილია.