„ეს მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პოეტური კრებულის ორიგინალია.
გალაკტიონ ტაბიძე – ,,თავის ქალა არტისტული ყვავილებით” – 1919 წელი. დღეს მაჩუქა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ნინო გედენიძემ.
ემოციური გამოდგა ჩუქების ამბავი: დედამისი ახლახან გარდაიცვალა. ჩვენი საქმეების გულშემატკივარი გახლდათ და ეს წიგნი დაუტოვებია ჩემთვის ზეპირ ანდერძში. შესაბამისად – იყო ცრემლიც და გაოცებაც. დიდი საჩუქარია”, – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში და თავის ემოციებს გვიზიარებს.