,,ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მიერ სამტრედიის მერის კანდიდატად დასახელება”, – ასე გამოეხმაურა დავით ბახტაძე მერობის კანდიდატად წარდგენას.
დავით ბახტაძემ მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს გამოხატული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამტრედიის განვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის საქმეს ღირსეულად მოემსახუროს.
შეგახსენებთ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე ” ქართულმა ოცნებამ” დავით ბახტაძის კანდიდატურა დღეს დაასახელა.
ინფორმაცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას 62 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარუდგინა.
ცნობისთვის, დავით ბახტაძე “ქართული ოცნებიდან” სამტრედიის მერის პოსტს 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ იკავებს. მანამდე, 2017 წლის არჩევნების შემდეგ, იგი 4 წლის განმავლობაში, სამტრედიის მერის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში კი, სამტრედიის გამგებლის პირველი მოადგილე.


































































