“მხოლოდ ქართულის“ მორიგი ტურში ყველაზე ნაკლები ქულა ლაშა ნანობაშვილმა და ანა ქურთუბაძემ მიიღეს. პროექტი კი ლაშა ნანობაშვილმა დატოვა.
ლუკა ჭოხონელიძის დედა, ცნობილი ავტორ-შემსრულებელი ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში პროექტიდან ლაშას წასვლას ფეისბუქით გამოეხმაურა.
“გულწრფელ გადაწყვეტილებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს. ბევრმა კონკურსანტმა, რომლებმაც დატოვეს კონკურსი, წარმატებებს ვუსურვებ და მინდა ჩავეხუტო ლაშა ნანობაშვილს და მის დედიკოს, რომელსაც მეც თქვენსავით ვიცნობ ვიდეოებით და ამ კონკურსით ეკრანიდან გადავწყვიტე ნატო გელაშვილის საქველმოქმედო ფონდიდან გადავცე 2000 (ორიათას) ლარიანი ვაუჩერი. ჩემთვის დედაშვილობაზე ბრუნავს ღერძი სამყაროსი. და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყველა შვილისათვის “ბილეთი”… დედაშვილობის ერთიანობამდე… მე არ ვიცი, რა პროცედურებია და არ მესმის დაჯილდოების… მთელი გულით და დღევანდელ ჩახუტების დღეს მინდა მოვეფერო ლაშას, მის დედიკოს. ერთმანეთის გვერდში დგომით ვიქნებით ძლიერნი მხოლოდ. გეგულებოდე ლაშა და ასევე ყველა შვილს, ვინც დედის, მისი დედის გულის გახარებას ცდილობს… და ყველაფერს აკეთებს დედის ღიმილისათვის“, _ წერს გელაშვილი.
“მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალისტები არიან: ლუკა ჭოხონელიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ანა ქურთუბაძე, გიორგი ძოწენიძე და ნინი შონია.
ნახევარფინალამდე კონკურსანტებმა მაცაცო სებისკვერაძის სიმღერები შეასრულეს. ჟიურისგან ყველაზე დიდი შეფასება _ 49 ქულა გიორგი ძოწენიძემ მიიღო, ლიდერი კი ლუკა ჭოხონელიძე გახდა.