ჩერნობილში ბირთვული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ხანძარი გაჩნდა, ძლიერი ქარი კი ვითარებას ართულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელისიფლება რადიაციის საფრთხეს გამორიცხავს.
“რადიოაქტიური ფონი კიევსა და კიევის რეგიონში ნორმალურ ფარგლებშია,”_ თქვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დეპარტამენტის დირექტორმა ვოლოდიმირ დემჩუკმა.
ხანძრის ჩაქრობას 1000-ზე მეტი ადამიანი ცდილობს.