ჭიათურის მაღაროში დაშავებული მუშა გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მაღაროელს მუშაობის პროცესში ტრაქტორმა გადაუარა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.