
ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ 1tv-ი წერს.
ნადირაძე გადადგომის კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებს და აცხადებს, რომ განცხადებას მომავალში გააკეთებს.
პაატა ნადირაძე ჭიათურის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა, მანამდე ის იმერეთის პირველი ვიცეგუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.




































































