სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა, ამიტომ ქართველმა ხალხმა ორივე პარტია “პოლიტიკურ მოუსვლელში” უნდა გაუშვას.
ამასთან, ჭიჭინაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს იძიებდა, ფარსი უწოდა.
„მთლიანად ეს კომისია ერთობლივად იყო ფარსი, ეს იყო გარკვეული პიარ აქცია ,,ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელმაც გაუწია პოპულარიზაცია სამართლიანობის მხრივ „ევროპულ საქართველოს“.
დღეს, პრაქტიკულად, ის წყალგამყოფი, რომელიც არსებობდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, წაშლილია და ერთმანეთს დაემსგავსა ეს ორი ორგანიზაცია. ვფიქრობ, დადგა ისტორიული მომენტი, როცა ხალხმა რეალურად ეს ორი ძალა უნდა გაუშვას პოლიტიკურ მოუსვლელში“, _ განაცხადა ჭიჭინაძემ.