სასამართლო ნიკა მელიას გირაოს არ ითხოვს, სასამართლომ მელიას მიუსაჯა! _ ამის შესახენ პოლიტიკური გაერტიანება “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, “გირაოს „ოცნების“ ხელისუფლება ითხოვს და ახლა გაუგებარ ზღაპრებს გვიყვებიან.
და სანამ ეს საკითხი არ გასწორდება, მოლაპარაკების აზრს საერთოდ ვერ ვხედავ!
ხოლო თუ დანიელსონი მეორედაც ისე წავა საქართველოდან, რომ მელია ისევ ციხეში დარჩება, ეს იქნება ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი შეურაცხყოფა.
რადგან ამ ლოგიკით, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ნებისმიერი ოპოზიციონერი ლიდერი უკანონოდ მოიტაცოს, მერე აბსურდული ბრალდებები წაუყენოს და უფრო აბსურდული გირაო მოითხოვონ.
მოკლედ, 15 მაისამდე ნიკა მელიას თუ არ გამოუშვებებნ, 15 მაისის აქცია მხოლოდ ერთი, მელიას გათავისუფლების მოთხოვნით უნდა ჩატარდეს!” _ აცხადებს ჭიჭინაძე.