ე.წ. რუსული კანონის მომხრე დეპუტატებმა ვასილ ჩიგოგიძემ, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ინჯიამ, ზაზა ლომინაძემ, ვიქტორ ჯაფარიძემ და ბეჟან წაქაძემ ქონებრივი დეკლარაცია არაკეთილსინდისიერად შეავსეს, ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
“ დამატებით, 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების საფუძველზე გაფრთხილებულნი იყვნენ გელა სამხარაული და დავით კაჭარავა.
დაჯარიმებული დეპუტატები ქონებრივ დეკლარაციებში, ყველაზე ხშირად, არასრულფასოვნად ასახავენ უძრავ ქონებასა და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
2023 წელს შემოწმებული თანამდებობის პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრების მონიტორინგის შედეგები ერთიან სიად, ანტიკორუფციულ ბიუროს არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ გაუცია”, _ წერია ფლანგვის დეტექტორის ფეისბუქგვერდზე.