აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში კორონავირუსს ჩვილი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ილინოისის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ეს აშშ-ში 1 წლამდე ასაკის ბავშვის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. მიმდინარეობს გარდაცვალების მიზეზების მოკვლევა“, – აცხადებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნგოზი ეზიკე.
მისივე განცხადებით, ილინოისში კორონავირუსით გარდაცვლილთა 85% 60 წელს გადაცილებულებზე მოდის. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსი 124 665 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 2191 გარდაიცვალა, 1095 კი განიკურნა.