ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურ წამალს ასახელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ექიმები ამბობენ, რომ მალარიის საწინააღმდეგო წამალი შესაძლოა კორონავირუსის სამკურნალოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყოს.
16 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულ 10 000-ზე მეტ ადამიანს უმკურნელეს და გაწერეს საავადმყოფოებიდან.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 71 300 ადამიანს აქვს კორონავირუსი, რომელთაგან 70 635 ჩინეთშია.
კორონავირუსით კი 1772 ადამიანია გარდაცვლილი.