“ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”,_ ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა განაცხადა.
მან, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინგს შორის გასამართ დიალოგამდე ისაუბრა, რომელიც დღეს 18 მარტს გაიმართება.
“ჩინეთი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ემორჩილება გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, მნიშვნელობას ანიჭებს ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს, მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და ჰუმანიტარული სიტუაციის შემსუბუქებას”,_ განაცხადა ჟაომ.
CNN წერს, რომ ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, უკრაინაში რუსეთის შეჭრა იქნება.
“საუბარი იქნება, ჩვენს ორ ქვეყანას შორის კონკურენციის მართვაზე, ასევე, რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხზე.
ეს არის ჩვენი მცდელობის ნაწილი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კომუნიკაციის შესანარჩუნებლად”,_ განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.