ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი შესაძლოა რუსეთს უკრაინაში ომისთვის იარაღს აწვდიდეს.
ბლინკენმა განუცხადა CBS News-ს, რომ ჩინური კომპანიები უკვე უწევდნენ „არალეტალურ მხარდაჭერას“ რუსეთს – და ახალი ინფორმაცია ვარაუდობს, რომ პეკინს შეეძლო „ლეტალური მხარდაჭერა“.
_ ეს ესკალაცია ჩინეთისთვის “სერიოზულ შედეგებს” ნიშნავს, _ განაცხადა მან.
ჩინეთმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვმა სამხედრო აღჭურვილობა მოითხოვა.