ჩინეთის დედაქალაქში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო.
როგორც ცნობილია, ჩაოიანგის რაიონში 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა შაბათ-კვირას -რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
BBC-ის ინფორმაციით, ქალაქის უდიდეს რაიონში 3,5 მილიონი მცხოვრები გაივლის მასობრივ ტესტირებას.