ცოტა ხნის წინ ჩინელმა და ამერიკელმა პალეონტოლოგებმა ჩინეთში მუშაობისას მარტორქის უძველესი სახეობის Paraceratherium linxiaense-ის ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც მათი თქმით პლანეტაზე მცხოვრები უდიდესი ძუძუმწოვარი იყო.
მარტორქის ნეშტებს სპეციალისტებმა განსუს პროვინციაში იპოვეს. მათ დაადგინეს, რომ ცხოველი 24 ტონას იწონიდა, რაც 6 სპილოს წონას უდრის. მარტორქის სიმაღლე 7, სხეულის სიგრძე კი თითქმის 8 მეტრი იყო.
პალეონტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა გიგანტური მარტორქის პორტრეტიც შექმნეს, რომელიც პალეონტოლოგიისა და პალეოანტროპოლოგიის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
[sexy_author_bio]