გაერთიანებული სამეფო ბრიტანელებს ჰუბიის პროვინციის დატოვებისკენ მოუწოდებს.
დიდი ბრიტანეთის საელჩო პეკინში, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს მიმართავს:
„ვმუშაობთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებმა ჰუბიის პროვინცია დატოვონ. თუ თქვენ ბრიტანეთის მოქალაქე ხართ, იმყოფებით ჰუბიის პროვინციაში და დახმარება გჭირდებათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ,“_წერია საელჩოს თვითერის გვერდზე.
როგორც ცნობილია, ჩინეთიდან, კერძოდ კი ჰუბიის პროვინციაში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციისთვის რეისები იაპონიამ უკვე დანიშნა.
ცნობისთვის, მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნებმა კორონავირუსის გავრცელების გამო მიიღეს.