CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთში კომუნისტური პარტიის მმართველობის 70 წლის იუბილე პეკინში დიდი აღლუმის, ხოლო ჰონგ კონგში საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე აღინიშნება.
მომიტინგეებმა ჰონგ კონგში ჩინეთის პრეზიდენტის პორტრეტს კვერცხები ესროლეს და 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დიდი პლაკატები დახიეს.
პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად საავადმყოფოში 50-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი, რომელთაგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ დემოსტრანტს პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ევროკავშირი ჰონგ კონგს დეესკალაციისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
პეკინის მოსახლეობა კი ჰონგ კონგში განვითარებულ მოვლნებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ომი კარგს არაფერს მოიტანს.
ჩინეთში კომუნისტური პარტიის მმართველობის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ აღლუმში, 15 000 ჯარისკაცი, 150-ზე მეტი თვითმფრინავი, 580 ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. აღლუმი ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ჩაიბარა.