ჩინეთის სანაპიროებთან ნავთობტანკერი, პანამის დროშის ქვეშ მცურავი, ირანული კომპანიის მიერ იყო დაქირავებული Sanchi ჩაიძირა, რომელიც სატვირთო გემთან შეჯახების შემდეგ ერთი კვირა იწვოდა. ამის შესახებ BBC იუწყება. ტანკერზე მყოფი ეკიპაჟის სრული შემადგენლობა დაიღუპა, სულ 32 ადამიანი. 13 იანვარს სამის ცხედარი იპოვეს. ტანკერზე 136 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა.
ნავთობტანკერის და სატვირთო გემი 6 იანვარს შეეჯახა. დაჯახების შედეგად ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა.